თუ
რაიმე ფორმით შეგეხოთ C ჰეპატიტის პრობლემა. ვინც აპირებს ინტერფერონ თერაპიის
ჩატარებას, ან ვინც გადის მკურნალობის კურს, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ჩანაწერებს ამ მისამართზე c-hepatiti.blogspot.com
Friday, 18 January 2013
Monday, 14 January 2013
24 თუ 48 ? თუმცა შეიძლება მხოლოდ 4-ი.
ირაკლი იმნაიშვილის ბლოგი
24 თუ 48 ? თუმცა შეიძლება მხოლოდ 4-ი.
ინტერფერონ-თერაპია საკმაოდ ძნელი გადასატანია არა მხოლოდ პაციენტისათვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისათვის. ნათიას ბლოგის წაკითხვის გარეშე ვერ შეგექმნებათ სრული წარმოდგენა მკურნალობის შესახებ.
24 თუ 48 ? თუმცა შეიძლება მხოლოდ 4-ი.
ერთ კვირაში უნდა დავიწყო ინტერფერონ მკურნალობის კურსი, იმედი მაქვს რომ ამჯერად c ჰეპატიტისგან
განვიკურნები. 5 წლის წინ
ჩატარებულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. გასული ხუთი წლის
მანძილზე დაავადება გართულდა და ექმიმებმა ახალი "ტრიპალ" (სამკომპონენტიანი)
თერაპიის ჩაარება შემომთავაზეს.
კურსი,
რომლიც 2007-ში ჩავიტარე ორი პრეპარატისაგან შედგებოდა: ინტერფერონი და რიბავერინი.
ინტერფერონს კვირაში ერთხელ ვიკეთებდი სპეციალური ნემსით. რიბავერინის ტაბლეტებს დღეში ორჯერ ვიღებდი. ვინაიდან ამ მკურნალობამ შედეგი არ
გამოიღო, ახლა უნდა დავიწყო ტრიპალ თერაპია. ზემოთ ჩამოთვლილ ორ კომპონენტს კიდევ
ერთი პრეპარატი "ინსივო" ემატება.
ახალი
მკურნალობა უფრო ეფექტურია, მაგრამ წინასთან შედარებით მეტი გვერდითი მოვლენები
ახასიათებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ბლოგის წერა, მინდა ავღწერო სიმპტომები
და სირთულეები. რათა სხვებმა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ იმაზე თუ რისთვის უნდა
იყვნენ მზად ვიდრე მკურნალობის კურსს დაიწყებენ.
ბლოგის
წერის დროს მე ავტვირთავ ყველა მონაცემებს, სისხლის ანალიზების შედეგებს, ექიმის
რეკომენდაციებს და ა. შ რათა მკითხველი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული პროცესის
მიმდინარეობის შესახებ.
მოვლენების განვითარება
მკურნალობის
დაწყებამდე ჩამიტარდა შემოწმება და სისხლის ანალიზი. ბოლო მონაცემებით ვირუსების
რაოდენობა 400 000 აღემატება. მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის თავზე ვირუსების
რაოდენობა ათასზე ნაკლები უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა შეწყდება.
თუ მეოთხე კვირას ვირუსების რაოდენობა
ათასზე ნაკლები იქნება, მკურნალობა გაგრძელდება და მე-12 კვირის რეზულტატების
მიხედვით გაირკვევა თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თერაპია 24 კვირა თუ 48.
თუ
მე-12 კვირას სისხლის ანალისზში ვირუსების რაოდნობა 0 იქნება, მკურნალობა 24
კვირას გასტანს და თუ 0-ზე მეტი 48 კვირას.
ამიტომ აქვს პირველ
ბლოგს ასეთი გაუგებარი სათაური:
24 თუ 48 ? თუმცა
შეიძლება მხოლოდ 4-ი.
მკურნალობის
კურსი ან 24 კვირას ან 48 კვირა გაგრძელდება. თუმცა ყველაფერი
შესაძლოა ოთხ კვირაში დასრულდეს.
როგორც
არ უნდა განვითარდეს მოვლენები, აუცილებელია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. ეს
არის ყველაზე რთული და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი პირობა მკურნალობის წარმატებისთვის.
აუცილებელია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება |
დასარულს,
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს მეორე ნახევარს, ნათია აბრამიას. მისი
თანადგომის გარეშე მე ვერც პირველ მკურნალობას გავუძლებდი და ვერც მეორის დაწყებას
გავბედავდი. ეს ბლოგიც ორი ნაწილისაგან
შედგება, პირველს მე ვწერ და მეორეს ნათია, რათა პაციენტის ოჯახის წევრებმა
იცოდნენ თუ რას უნდა ელოდონ მკურნალობის დროს.
ჩვენ
ასეთი წესი შემოვიღეთ, ერთმანეთის ბლოგებს გამოქვეყნების შემდეგ წავიკითხავთ. ასე
რომ მეც ძალიან მაინტერესებს, რა დაწერა ნათიამ.
ინტერფერონ-თერაპია საკმაოდ ძნელი გადასატანია არა მხოლოდ პაციენტისათვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისათვის. ნათიას ბლოგის წაკითხვის გარეშე ვერ შეგექმნებათ სრული წარმოდგენა მკურნალობის შესახებ.
Labels:
ირაკლი იმნაიშვილი,
ნათია აბრამია,
პაციენტის ბლოგი,
ჰეპატიტი
Location:
London, UK
Subscribe to:
Posts (Atom)